სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ ,,რაული მაჭარაძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ ,,რაული მაჭარაძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1846
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019923
  • Word
1846
04/09/2015
ვებგვერდი, 24/09/2015
000000000.00.003.019923
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ ,,რაული მაჭარაძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1846

2015 წლის 4 სექტემბერი

     ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ ,,რაულ მაჭარაძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, მარნეულის ქ. №44-ის მიმდებარედ 1055 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.12.011.131) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 9938 (ცხრა ათას ცხრაას ოცდათვრამეტი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს ი/მ ,,რაულ მაჭარაძეს“ (პ/ნ 60001061991).

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) №01.18.12.010.049 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ვალდებულების შეწყვეტისათვის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882015039216, თარიღი: 28/01/2015) საჭირო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ამავე ჩანაწერიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიმართ არსებულ მოთხოვნებზე უარის თქმა, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი