დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2015 წლის ოქტომბრის თვეში ქ. თბილისში საერთაშორისო ფორუმის „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ორგანიზებისათვის საჭირო საქონლის, სამშენებლო სამუშაოსა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1909 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019922 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1909
2015 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2015 წლის ოქტომბრის თვეში ქ. თბილისში საერთაშორისო ფორუმის „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ორგანიზებისათვის საჭირო საქონლის, სამშენებლო სამუშაოსა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების − 2015 წლის ოქტომბრის თვეში ქ. თბილისში საერთაშორისო ფორუმის „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა საჭირო საქონლის, სამშენებლო სამუშაოსა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 2015 წლის განმავლობაში განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები