დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ − აჭარის განათლების ფონდისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1845 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019921 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1845
2015 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ − აჭარის განათლების ფონდისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ − აჭარის განათლების ფონდს (ს/კ №445393404) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) წლის ვადით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №121-ში 3891 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა №01/4-ის მე-2 სართულზე არსებული 494,88 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.26.02.106).
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს შემდეგი:
ა) ამავე უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით სასწავლო აუდიტორიების, სამუშაო კაბინეტებისა და ლაბორატორი(ებ)ის მოწყობის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, არანაკლებ 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების განხორციელება;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, ამ განკარგულების საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდება არაუმეტეს ორი კვირის ვადაში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები