სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ „ხვიჩა წინწკალაძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ „ხვიჩა წინწკალაძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1907
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019919
  • Word
1907
07/09/2015
ვებგვერდი, 23/09/2015
000000000.00.003.019919
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ „ხვიჩა წინწკალაძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1907

2015 წლის 7 სექტემბერი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ ,,ხვიჩა წინწკალაძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონისმე-18მუხლისმე-3პუნქტისშესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოთელიაში მდებარე 1762.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (ფერმა) − განაშენიანების ფართით 1762 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №63.06.32.044) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 4 000 (ოთხი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს ი/მ ,,ხვიჩა წინწკალაძეს“ (პ/ნ 07001016840).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით :

ა)  საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში:

ბ.ა) მეცხოველეობის ფერმის შექმნის მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზეარანაკლებ 200 (ორასი) სულ პირუტყვზე გათვლილი ფერმის მშენებლობის დასრულება, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება;

ბ.ბ) არანაკლებ 200 (ორასი) სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა;

ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფერმის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

3. ინდივიდუალური მეწარმე ,,ხვიჩა წინწკალაძე“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას აღემატება არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამგანკარგულებისშესრულებისმიზნით,განახორციელოსკანონმდებლობითგათვალისწინებულიშესაბამისიღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                           ირაკლი ღარიბაშვილი