დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1844 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019918 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1844
2015 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ
1. „ხადორჰესის“ ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ უზრუნველყოს შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციასთან“ ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული წესების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის რაოდენობა, შესყიდვის პერიოდი და ტარიფი განისაზღვროს ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
| ელექტროენერგიის შესყიდვის პერიოდი | 2016 წლის 1 მაისი - 31 აგვისტო | 2017 წლის 1 მაისი - 31 აგვისტო |
| შესასყიდი ელექტროენერგიის ზღვრული მოცულობა | 62 (სამოცდაორი) მლნ კვტ.სთ | 62 (სამოცდაორი) მლნ კვტ.სთ |
| შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი | 7,351 თეთრი/კვტ.სთ | 6,537 თეთრი/კვტ.სთ |
დანართი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები