„ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 674
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31/05/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 30/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 470.090.000.05.001.000.203
  • Word
674
30/04/1997
პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31/05/1997
470.090.000.05.001.000.203
„ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის /შიდსის პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წწ., №23-26, მუხ. 557) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველო“.

2. მე-2 მუხლის პირველ და მეორე აბზაცებში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტი“ შეიცვალოს სიტყვით „პრეზიდენტი“, ხოლო მე-2 მუხლის პირველი აბზაციდან სიტყვები „და ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე“ ამოღებულ იქნეს.

3. მე-2 მუხლის მე-3 აბზაცში სიტყვები „სტრუქტურასა და ფუნქციებს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „დებულებას ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი“.

4. მე-8 მუხლის მე-6 და მე-7 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აივ დაავადებულ პირთა აღნიშნული დაავადების გამო სამუშაოდან დათხოვნა ან სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმა (გარდა იმ სპეციალობებისა, სადაც არსებობს მასთან კონტაქტში მყოფი პირის აივ დაავადების საფრთხე) იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობის შესაბამისად.

დაუშვებელია აივ დაავადებული პირებისთვის აღნიშნული დაავადების გამო სამკურნალო, სასწავლო და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულებებში მიღებაზე უარის თქმა.“.

5. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისგან, ეს აბზაცები დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების ქვეპუნქტების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 30 აპრილი.

№674_IIს