დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისათვის გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1904 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019912 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1904
2015 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისათვის გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ (ს/კ: №404904458) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, არსებობის ვადით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები