სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1901
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019934
  • Word
1901
07/09/2015
ვებგვერდი, 23/09/2015
000000000.00.003.019934
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1901

2015 წლის 7 სექტემბერი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის, მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №1 დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცეთ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს.

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა)     ამ განკარგულების №1 დანართით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ ან ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ამავე დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონებისა;

ბ)    ამ განკარგულების №1 დანართით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ნივთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.           

3. შემძენის მიერ ამ განკარგულების №1 დანართით  გათვალისწინებული უძრავი ქონების შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად ითვლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. შემძენის მიერ განკარგულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების გასხვისებისას, ახალ შემძენზე არ გადადის ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები.

4. ამ განკარგულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ძალაშია მას შემდეგ, რაც ამ განკარგულების №2 დანართით მითითებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვარკეთილი პლატოს“ წევრებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, მათ მიმართ სახელმწიფოს შიდა ვალის სახით არსებული დავალიანების სანაცვლოდ, გადაუხდის ამავე დანართში მითითებულ თანხას, არა უგვიანეს ამ განკარგულების გამოცემიდან სამი თვის ვადაში.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი