დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1894 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019906 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1894
2015 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისში , გლდანი-ნაძალადევის რაგბის სპორტული კომპლექსის მშენებლობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მიეცეს უფლება სსიპ - ტექნოლოგიური განვითარების ფონდს, უზრუნველყოს აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების, სამშენებლო სამუშაოების , საქონლისა და მომსახურების, ასევე პროექტირებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საზედამხედველო და საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები