„აგროდაზღვევის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №306 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„აგროდაზღვევის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №306 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1892
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019903
  • Word
1892
07/09/2015
ვებგვერდი, 23/09/2015
000000000.00.003.019903
„აგროდაზღვევის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №306 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1892

2015 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„აგროდაზღვევის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №306 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „აგროდაზღვევის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №306 განკარგულებით დამტკიცებულ „აგროდაზღვევის“ პროგრამაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დამზღვევი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, საიდანაც პროგრამის ფარგლებში, დაზღვევას ექვემდებარება არა უმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არა უმეტეს 15 ჰა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი და გაფორმებული აქვს დაზღვევის ხელშეკრულება;“;

ბ) პროგრამის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) დაზღვეული ტერიტორია (ნაკვეთი) - მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია დაზღვევის ობიექტი, რომლის მონაცემები (საკადასტრო კოდი, ან/და GPS კოორდინატი, ან/და აზომვითი ნახაზი), - ადგილმდებარეობის მისამართი და ფართობი მითითებულია სადაზღვევო პოლისში, დამზღვევის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის ინფორმაციულ უტყუარობაზეც სრულად პასუხისმგებელია დამზღვევი, გარდა GPS კოორდინატის მონაცემებისა, რომლის მიწოდებაზეც პასუხისმგებელია მზღვეველი. ამასთან, პროგრამის ფარგლებში, არ დაიზღვევა ისეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ჯამი აღემატება 5 ჰა-ს (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში კი 15 ჰა-ს). პროგრამით გათვალისწინებული მიწის ფართობის ოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე;“;

გ) პროგრამის დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

  პრემიერ - მინისტრი ი. ღარიბაშვილი