თიანეთის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
თიანეთის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1890
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019901
  • Word
1890
07/09/2015
ვებგვერდი, 25/09/2015
000000000.00.003.019901
თიანეთის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1890

2015 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

თიანეთის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შიდა სასოფლო და მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, თიანეთის მუნიციპალიტეტი, სამი თვის ვადით, გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიისაგან, თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:

ა) დაბა თიანეთის მიმდებარე ტერიტორია - 4680 მ3 ქვიშა-ხრეში

 

X

Y

1

497961

4660960

2

497971

4661058

3

498014

4661033

4

498008

4660936

S = 0,46 ჰა

WGS 1984;

 

ბ) სოფ. მარგანეთის მიმდებარე ტერიტორია - 2109 მ3 ქვიშა-ხრეში

 

X

Y

1

499664

4643156

2

499668

4643167

3

499672

4643178

4

499678

4643197

5

499682

4643211

6

499683

4643229

7

499682

4643240

8

499683

4643255

9

499711

4643251

10

499711

4643245

11

499713

4643235

12

499718

4643226

13

499718

4643219

14

499710

4643204

15

499702

4643199

16

499700

4643192

17

499703

4643183

18

499702

4643176

19

499701

4643169

20

499696

4643160

21

499686

4643147

S = 0,31 ჰა

WGS 1984;

 

გ) სოფ. ცალუღელაანთკარის მიმდებარე ტერიტორია - 325 მ3 ქვიშა-ხრეში

 

X

Y

1

493307

4649295

2

493300

4649285

3

493288

4649295

4

493279

4649299

5

493270

4649301

6

493260

4649306

7

493250

4649313

8

493240

4649321

9

493226

4649329

10

493231

4649336

11

493240

4649334

12

493253

4649328

13

493265

4649318

14

493285

4649311

15

493297

4649303

S = 0,11 ჰა

WGS 1984.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი - თიანეთის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს, მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტმა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:

გ.ა) დაბა თიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, 4680 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 814 (რვაას თოთხმეტი) ლარი;

გ.ბ) სოფ. მარგანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2109 მ 3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 367 (სამას სამოცდაშვიდი) ლარი;

გ.გ) სოფ. ცალუღელაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, 325 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი.

3. თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

4. თიანეთის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი