შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიების შესახებ

  • Word
შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1889
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019900
  • Word
1889
07/09/2015
ვებგვერდი, 23/09/2015
000000000.00.003.019900
შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1889

2015 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიების შესახებ

1. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში - სააგენტო) განახორციელოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბნის ხრამის სატყეოში 100 მ3 II ხარისხის (საშეშე) მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფის გამოყოფა.

2. შპს „ბედიანის ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ“ უზრუნველყოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკ­რებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანო­ნით დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა.

3. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება.

4. შპს „ბედიანის ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ“ უზრუნველყოს ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) - 1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი