„ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის №597 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის №597 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1887
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019898
  • Word
1887
07/09/2015
ვებგვერდი, 23/09/2015
000000000.00.003.019898
„ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის №597 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1887

2015 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის №597 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის №597 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული პროექტის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტების თანამონაწილეობის ფარგლებში, გადასახდელი თანხების ნაწილობრივ დასაფინანსებლად:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ფონდს ეტაპობრივად გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი, ფონდის მიერ წარდგენილი წინადადებების შესაბამისად;

ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მოიძიოს და ფონდს გამოუყოს 1 757 345 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაჩვიდმეტი ათას სამას ორმოცდახუთი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი