დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1885 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019896 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1885
2015 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
2015 წლის 31 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პარლამენტის 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, საქართველოს პარლამენტის შუალედური და საგარეჯოს, დმანისის, ვანისა და ხობის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 1 305 900 (ერთი მილიონ სამას ხუთი ათას ცხრაასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები