საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

  • Word
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1884
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019895
  • Word
1884
07/09/2015
ვებგვერდი, 24/09/2015
000000000.00.003.019895
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1884

2015 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდანსაქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხანი, დიმი, ნერგეეთი, დაფენილი, წყალთაშუა, კაკასხიდი და ალისმერეთის სტაბილური და უსაფრთხო ელექტრომომარაგების უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 458 350 (ოთხას ორმოცდათვრამეტი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი, მათ შორის:

ა) 258 350 (ორას ორმოცდათვრამეტი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი - სს „საქენერგორემონტის“ მიერ წარდგენილი, სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, 10კვ. ძაბვის ბაღდათი-ხანის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებარე ობიექტზე დამონტაჟებული მასალა-მოწყობილობების შეძენის მიზნით;

ბ) 200 000 (ორასი ათასი) ლარი - 10კვ. ძაბვის ბაღდათი-ხანის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით საჭირო სამშენებლო სამუშაოებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი