ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1882
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019894
  • Word
1882
07/09/2015
ვებგვერდი, 24/09/2015
000000000.00.003.019894
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1882

2015 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მიმდინარე წლის 13-14 ივნისს, ქალაქ თბილისში, ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიიდან გამომდინარე, გასატარებელი ღონისძიებებისათვის სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან სახელმწიფო ხაზინაში, სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში შემოსული თანხა შეადგენს 2 826 529 (ორი მილიონ რვაას ოცდაექვსი ათას ხუთას ოცდაცხრა) ლარს.

2. მიმდინარე წლის 13-14 ივნისს, ქალაქ თბილისში, ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიიდან გამომდინარე, ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 2 826 529 (ორი მილიონ რვაას ოცდაექვსი ათას ხუთას ოცდაცხრა) ლარი.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი