დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1855 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019878 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1855
2015 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს დიასპორული ორგანიზაციების არსებობის ვადით, შესაბამისი ფიზიკური პირებისა (უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების) და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის (დიასპორული ორგანიზაციები, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, ქართულენოვანი საჯარო და საკვირაო სკოლები, ქართული სპორტული გუნდები) სახელმწიფო ქონების (ცეკვის ფორმების, სპორტული ფორმების, მუსიკალური საკრავების, სახელმძღვანელოების, დამხმარე ლიტერატურის, სასკოლო თვალსაჩინოებების, სახელმწიფო სიმბოლიკის, პორტატული კომპიუტერების („Geo Book“), დიასპორული ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო და სასაჩუქრე სხვა მოძრავი ნივთების) უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე.
2. გადასაცემი სახელმძღვანელოების, დამხმარე ლიტერატურისა და სასკოლო თვალსაჩინოებების შინაარსზე პასუხისმგებელია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
პრემიერ-მინისტრი ი .ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები