დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ქონების შპს „გრანდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №356 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „გია ჭკუასელის კლინიკის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1854 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019877 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1854
2015 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ქონების შპს „გრანდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №356 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „გია ჭკუასელის კლინიკის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო ქონების შპს „გრანდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №356 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:
ა) არა უგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა „სახელმწიფო ქონების შპს „გრანდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №356 განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების დასრულება და საპრივატიზებო ობიექტის სამედიცინო პროფილით ფუნქციონირების დაწყება;
ბ) „სახელმწიფო ქონების შპს „გრანდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №356 განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულებიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „გია ჭკუასელის კლინიკა“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „გრანდს“ (ს/ნ 249269704) (უფლებამონაცვლე − შპს „გია ჭკუასელის კლინიკა“ ( ს/ნ 401945507)) შორის 2008 წლის 26 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ამავე ხელშეკრულების 4.4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, მასზე დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან, იმ პირობით, რომ შპს „გია ჭკუასელის კლინიკა“ ჯეროვნად შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობებს.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები