დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.162.016345 |
|
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა’’ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №68 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014,190020020.35.162.016285) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი სახით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი სახით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9 881.0 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 871.0 ათასი ლარის ოდენობით
:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8 487,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 523,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 6 581,7ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 4000.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) არაფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვროს 4200,2 ათასი ლარის ოდენობით, შემდეგი სახით:
ბ) არაფინანსური აქტივების კლება განისაზღვროს 200,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -700.9 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 716.3ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 90,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 130.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 60.0ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 65.2 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4.8 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ახმეტის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. აღრიცხვაზე იქნება აყვანილი და სამედიცინო შემოწმებას გაივლის 200- მდე წვევამდელი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შენარჩუნება და განახლება, ასფალტის საფარის ორმული შეკეთება, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას. დაზიანებული ქვაფენილების და ტროტუარების აღდგენა-რეაბილიტაცია და მოპირკეთება ასფალტო-ბეტონის საფარით. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ფარგლებში განხორციელდება სოფელ მატნის შიდასაუბნო გზის, სოფლების მაღრაანი-არგოხის დამაკავშირებელი გზის, ქალაქ ახმეტაში ტაბიძის,სააკაძის, მამიაურის, ჯავახიშვილის ქუჩების სარებილიტაციო სამუშაოები, სოფლების დუისი-ომალოს დამაკავშირებელი გზის დარჩენილი მონაკვეთის მოპირკეთება ასფალტ-ბეტონის საფარით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება. 2.2.1. წყლის სისტემის რეაბილიტაციადა ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლით უკეთ მომარაგების მიზნით საჭირო ხდება დამატებითი ჭაბურღილების მოწყობა, დაზიანებული და მოძველებული სასმელი წყლის სისტემების და სათავე ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია. აგრეთვე არსებული სისტემის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. სამუშაოების განსახორციელებლად საპროექტო დოკუმენტაციის საექსპერტო მომსახურების შესყიდვა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ფარგლებში განხორციელდება სოფელ ზემო ალვანის სასმელი წყლის მაგისტრალისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
2.2.2გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობა, ქალაქისა და სოფლების ქუჩების ახალი ქსელების მოწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
2.2.3. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. მოხდება ძველი ნაგავსაყრელების უტილიზაცია და მარტივი ტიპის ახალი ნაგავსაყრელების მოწყობა, რაც გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სანიტარიულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. ყოველდღიურად იგვება ქალაქის ქუჩები, სკვერები. გახორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისაგან განთავისუფლება. საჭიროებისამებრ სისტემეტურად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული როგორც რკინა-ბეტონის, ასევე, გრუნტის სანიაღვრე არხები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
2.2.4 სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) გათვალისწინებულია სოფლების სარწყავი ქსელების მოწყობის, რეაბილიტაციისა და საპროექტო დოკუმენტაციის საექსპერტო მომსახურების შესყიდვის ხარჯები, ქ. ახმეტაში და პანკისში მდინარე ალაზნის ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა. 2.2.5. სანიაღვრე არხების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 06) საჭიროებისამებრ სისტემატურად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული როგორც რკინა-ბეტონის, ასევე გრუნტის სანიაღვრე არხები. 2.2.6. სპეც. ტექნიკის, და სათადარიგო ნაწილების შეძენა(პროგრამული კოდი 03 02 10) გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საჭიროებისათვის სასოფლო-სამეურნეო მანქანების შეძენის, ტრაქტორის კაპიტალური შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯები. 2.3.7. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03). პროგრამის ფარგლებში სოფლებთან მისასვლელი და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 145.5 ათასი ლარი, სოფლებში სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაციიისათვის გათვალისწინებულია 219,8 ათასი ლარი,ხიდებისა და რკ. ბეტონის ბოგირების მოწყობისათვის -111,3 ათასი ლარი, სასაფლაოების შემოსაღობად -25,3 ათასი ლარი, საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაციისათვის -92,7ათასი ლარი, გარე განათების მოწყობისათვის 36,9 ათასი ლარი,ნაგვის ურნების შესაძენად- 8,7 ათასი ლარი ,კულტურის სახლის რეაბილიტაციისათვის -7,9 ათასი ლარი, მოსაცდელის,საზოგადოების თავშეყრის ადგილებისა და საზოგადოებრივი ტუალეტის მოსაწყობად-11,6ლარი, მინი სპორტული მოედნის მოსაწყობად-25,9 ათასი ლარი, სარიტუალო ოთახის მოსაწყობად-1,0 ათსი ლარი, მუსიკალური სკოლის შენობის რემონტისათვის -12,0 ათასი ლარი, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შესაძენად-42,9 ათასი ლარი,სანიაღვრე არხების და სარწყავი არხების რეაბილიტაციისათვის -9,7ათასი ლარი, ნაპირდამცავი გაბიონების მოწყობისათვის-2,5 ათასი ლარი და სოფელ დუისის კლუბის მიმდებარე ტერიტორიის შეძენის ხარჯები. პროგრამის ფარგლებში დაიფარება აგრეთვე 2013 წლის ნაშთიდან სასმელი წყლის ქსელებზე შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება -5,4 ათასი ლარი. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბავშვების მეთვალყურეობა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა.ასაკობრივი მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 37 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას მიიღებს 1400 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბავშვების მეთვალყურეობა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სწავლების დონის განსაზღვრა,შესაბამისი პროგრამების, სასწავლო და მეთოდური მასალების განსაზღვრა.ბავშვთა სრულფასოვანი კვების ორგანიზება. ერთ ბავშვზე თვეში საშუალოდ დაიხარჯება 28-30 ლარი. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული მონაცემების გამოვლენა. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; გარდა ამისა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდება ბიბლიოთეკების, მუზეუმების, ხელოვნების სკოლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. გათვალისწინებულია სტადიონების და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა . 2015 წლის განმავლობაში დაფინანსდება სამი სპორტული სკოლა,ესენია:
სკოლებში ფუნქციონირებს ძიუდოს, თავისუფალი, ბერძნულ-რომაულის, მკლავჭიდის, ფეხბურთის, კალათბურთის, მძლეოსნობის, ჩოგბურთის, კრივის, კინბოქსის სექციები და აღნიშნულ სექციებში ჩართულია 725-მდე ბავშვი, აქედან 50-მდე გოგონაა.პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.1. ა(ა)პ ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციის ხარჯები(პროგრამული კოდი 05 02 01) მოხდება ადმინისტრაციის შესანახი ხარჯებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების დაფინანსება. 4.2.2. ბიბლიოთეკები (პროგრამული კოდი 05 02 02) დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 8 ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია 133688 ცალი წიგნი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნაზე. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
4.2.3. კლუბები (პროგრამული კოდი 05 02 03) დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის სახლები (ქ. ახმეტის, ქისტაურის, ოჟიოს, ქვ.ალვანის, ზ.ალვანის, მატნის, საკობიანოს, დუისის, ჯოყოლოს, ომალოს). 4.2.4. მუზეუმები (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების მოვლა-პატრონობის ხარჯების დაფინანსებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სამი მუზეუმი: 1. რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი. 2. ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 3. პანკისის ეთნოგრაფიული მუზეუმი. აღნიშნული მუზეუმებისათვის სისტემეტურად ხდება სამუზეუმო ექსპონატების მოძიება-მატება, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის ქრონოლოგიური პერიოდულობით დალაგება და კლასიფიკაცია. 4.2.5. ძეგლები (პროგრამული კოდი 05 02 05) დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული ეპოქის 400-ზე მეტი ისტორიული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხარჯები. 4.2.6. მუსიკალური კოლექტივები(პროგრამული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი ,,ბახტრიონი’’ და ანსამბლი ,,პანკისი’’. 4.2.7. სახელოვნებო და მუსიკალური სკოლები.(პროგრამული კოდი 05 02 07) პროგრამა ითვალისწინებს სახელოვნებო ორგანიზაციებში შემოქმედებითი აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობას. ხალხური შემოქმედების, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ორი სახელოვნებო სკოლა, ესენია:
სკოლა ასევე უზრუნველყოფს მომავალი თაობების ცოდნის გაღრმავებას, სკოლაში არის სახელოვნებო და შემეცნებითი წრეები, როგორიცაა ხატვის, მათემატიკის, უცხო ენების, ქართული ენის, ისტორიის, ჭადრაკის, ცეკვის, თიხის და გამოყენებითი ხელოვნების. სკოლაში ირიცხება 230-240 ბავშვი. რადგანაც სწავლა უფასოა, მშობლებს ეძლევათ საშუალება გაწეული ეკონომიით მიღებული დანაზოგი წარმართონ ოჯახის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამ პროგრამაში 2015 წლისათვის გათვალისწინებულია უნარშეზღუდული ბავშვების ჩართვა, ისევე როგორც ეს განხორციელდა 2014 წელს, რაც უზრუნველყოფს მათ მომავალი პროფესიული ცოდნით, რადგან ისინი გარდა ფსიქოლოგიური განტვირთისა შეისწავლიან რომელიმე პროფესიას, როგორიცაა კერვა, ქარგვა, თექის დამზადება, თიხის დამუშავება და ა.შ. რაც მათი შემდგომი დამოუკიდებელი არსებობისათვის ძალზე მნიშვნელოვანია.ამავე პროგრამაში შესაძლებელია ჩართული იყვნენ დიასახლისები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ დახმარებას და არც საპენსიო ასაკი აქვთ. აქ ისინი განერიდებიან მძიმე სოციალურ პრობლემებს და ასევე შეიძენენ განათლებას, რომელიც შეიძლება მათი შემოსავლის წყარო გახდეს. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
4.2.8. სკვერების, ბორდიურების, დასასვენებელი ბაღებისა და მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის ხარჯები(პროგრამული კოდი 05 02.08) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სკვერის კეთილმოწყობის ხარჯები. 4.2.9 ა(ა)იპ ,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია’’ (პროგრამული კოდი 05 02.09) თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია შეადგენს 31434 ჰექტარს და მოიცავს თუშეთის ტერიტორიაზე არსებულ 48 სოფელსა და ნასოფლარს, მათ მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ტყის ნაწილებს, გზებს. პროგრამის მიზანია თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს შენარჩუნება,ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა, ასევე ეროზიული გავლენის ზონაში მოხვედრილი ტერიტორიების დაცვა ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველსაყოფად სისტემეტურად განხორციელდება თუშეთის შიდა გზების რეაბილიტაცია და წმენდა ნაშალისაგან. თუშეთის დაცული ლანდშაპტის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თუშეთში ახორციელებენ ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებს, როგორიცაა თუშეთში (სოფელ შენაქოში)სასმელი წყლის ქსელი რეაბილიტაცია,ეროზიული ტერიტორიების მართვა-გაკულტურება, სასოფლო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.10 ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალური ტყე-პარკებისა და სასაფლაოების მართვის ცენტრი“(პროგრამული კოდი 05 02 13) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტყე-პარკებისა და სასაფლაოების მოვლა -პატრონობისა და გამწვანების სამუშაოები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.4. საინფორმაციო ცენტრი(პროგრამული კოდი 05.03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის გაზეთი ,,ბახტრიონი’’. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
4.5. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიხედვით განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა. პროგრამა მიმართულია მოსახლეობაში ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ზედამხედველობის,მათი გავრცელების შემცირების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის. ინფექციური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვის ყველაზე ეფექტური და შედეგზე გათვლილი ღონისძიება არის იმუნიზაცია,რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმთავრეს ფუნქციას. ჩვენს რაიონში მეცხოველეობა არის ადამიანთა საქმიანობის მნიშვნელოვანი სფერო, ამიტომ მოსახლეობაში გვხვდება ბრუცელოზის შემთხვევები, რაც საჭიროებს აქტიურ ეპიდზედამხედველობას, ვეტსამსახურის დროულ ჩართვას, ოჯახის წევრების ლაბორატორიულ კვლევას და მკურნალობის დროულ დაწყებას. ახმეტის რაიონში აღარ გვაქვს მალარიის შემთხვევები, მაგრამ არ ვართ დაზღვეული რომ დაავადებული ადამიანი შემოვიდეს სხვა ქვეყნიდან,სწორედ ამიტომ მალარიის პროგრამა მუშაობს ქვეყანაში და ამასთან ახმეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ფუნქციონირებს ლაბორატორია სადაც ხდება მალარიის ლაბორატორიული კვლევა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ აგრეთვე ხორციელდება აქტიური ზედამხედველობა ტუბერკულოზის ყველა ახლად გამოვლენილ შემთხვევაზე. ერთ-ერთი უმთავრესი პროგრამა, რომელიც ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ არის ცოფთან ბრძოლის პროგრამა. ამ პროგრამის განხორციელება წარმოებს ვეტსამსახურთან აქტიური თანამშრომლობის ფონზე. ამასთან ერთად ცოფით დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება მოსახლეობის ინფორმირება აღნიშნული დაავადების შესახებ. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.2 სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.2.1 ავადმყოფთა მკურნალობის ხარჯები (06.02.01.) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურებისათვის დახმარებას. 5.2.2 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (06.02.02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით,ხოლო უდედმამო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები სააღდგომოდ და საახალწლოდ მიიღებენ 50 ლარის ღირებულების სასურსათო კალათებს. 5.2.3 ხანძრით, მიწისძვრით და სხვა სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური დაცვა (06.02.03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულადი და მატერიალური დახმარება . 5.2.4 მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურება (06.02.04) ქვეპროგრამის ძირითადი დანიშნულებაა ყოველ კვირა დღეს ავტოტრანსპორტით უფასო მომსახურება გაეწიოს ილტოსა და პანკისის ხეობის მოსახლეობას. 5.2.5 ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში სამამულო ომის ვეტერანები სადღესასწაულოდ მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით, გარდაცვლილი ომის ვეტერანთა ოჯახები მიიღებენ სარიტუალო ხარჯებისათვის თანხას 250 ლარის ოდენობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 250 ლარის ოდენობით. 5.2.6 უმწეოთათვის უფასო სასდილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად და უმწეო მდგომარეობაში მყოფ 250-მდე ბენეფიციარის ყოველდღიურად უფასო კვებას. 5.2.7. თუშეთის მოსახლეობის ავიარეისით მომსახურების ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის დანიშნულებაა ამინდის გაუარესების დროს შექმნილ უგზოობის პერიოდში ავიარეისით უფასო მომსახურება გაეწიოს თუშეთის მოსახლეობას. |
თავი III
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით შემდეგი სახით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები