„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბერის N19-68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბერის N19-68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23-94
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016207
23-94
17/09/2015
ვებგვერდი, 21/09/2015
010260050.35.101.016207
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბერის N19-68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23-94

2015 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბერის №19-68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბერის №19-68 დადგენილებით (ვებგვერდი, 24/12/2014; სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016066) დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულებაში“:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულება“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად, თბილისის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანებისას, ზიანის ოდენობის დადგენა, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე  ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) თბილისის ცენტრალურ გამზირებზე, ქუჩებზე, ბაღ-სკვერებში, პარკებში, მოედნებსა და გამწვანების სხვა ობიექტებში არსებული ზეხმელი და ავარიული ხეების გეგმური ან საჭიროების შემთხვევაში (დაინტერესებული პირების მომართვისას) ფორმირება და ამოძირკვა;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი