„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის #9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის #9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016219
31
17/09/2015
ვებგვერდი, 22/09/2015
010260020.35.110.016219
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის #9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2015 წლის 17 სექტემბერი

აბაშა



 

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016149) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.თ“, „გ.ვ“ და  „დ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე გამგეობის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს";

„გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით";

„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგელა ხოშტარია