„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის N12-47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის N12-47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23-95
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016212
23-95
17/09/2015
ვებგვერდი, 21/09/2015
010260050.35.101.016212
„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის N12-47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის N12-47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23-95

2015 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის №12-47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-80 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის  №12-47 დადგენილებაში (ვებგვერდი, 25/05/2015; სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016159) და დადგენილების პირველი პუნქტის:

1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულების(დანართი 1-ის):

ა) მე-5 მუხლის:

ა.ა) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ურთიერთობების განვითარება;“;

ა.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პრობლემებისა და საჭიროებების კვლევის მიმართულების კურატორი გამგებლის მოადგილის დაქვემდებარებაში არიან ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“-„ე“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები, ასევე საზოგადოებრივი ჯგუფების ფორმირების, მართვისა და ანალიზის ჯგუფი.“;

ა.გ) მე-9 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მომსახურების ხარისხის კონტროლის არხების განვითარება მომსახურებაში არსებული პრობლემების დროულად გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა გამოკითხვა და ზარების ჩანაწერების შერჩევითი მოსმენა;

ვ) დოკუმენტბრუნვის შეუფერხებლად და მაღალი ხარისხით მუშაობის უზრუნველყოფა;“;

ბ) მე-8 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისას წარმოქმნილ პრობლემებსა და რისკებზე დროული რეაგირება და გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გამოვლენილ მოთხოვნებსა და პრობლემებზე რეაგირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მისთვის დელეგირებელი უფლებამოსილების ფარგლებში;“;

გ) მე-9 და მე-10 მუხლებ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. საზოგადოებრივი ჯგუფების ფორმირების, მართვისა და ანალიზის ჯგუფი

1. გამგეობის მიერ ბენეფიციართა კონკრეტული ჯგუფების საჭიროებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მოძიების, ხარისხიანი დახმარების ანალიზის განხორციელებისა და არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილების მიღების მიზნით იქმნება საზოგადოებრივი ჯგუფების ფორმირების, მართვისა და ანალიზის ჯგუფი, რომელიც არ არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული.

2. საზოგადოებრივი ჯგუფების ფორმირების, მართვისა და ანალიზის ჯგუფის ძირითადი ამოცანებია:

ა) ბენეფიციართა ჯგუფების საჭიროებების, მოთხოვნებისა და პრობლემების გამოვლენა;

ბ) ბენეფიციართა ჯგუფებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება;

გ) გამოვლენილი პრობლემებისა და მოთხოვნების შესწავლა და ხარისხიანი ანალიზი, ტენდენციებისა და სისტემური პრობლემების აღმოჩენა.

3. საზოგადოებრივი ჯგუფების ფორმირების, მართვისა და ანალიზის ჯგუფის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ბენეფიციართა სხვადასხვა ჯგუფების გამოვლენა კონკრეტული ნიშნის მიხედვით (მრავალშვილიანი ოჯახები, სოციალურად დაუცველები, ახალგაზრდები და ა.შ.);

ბ) საზოგადოებრივ ჯგუფებთან მუშაობა და მათი საჭიროებების კვლევა, პერიოდული შეხვედრების ჩატარება სხვადასხვა ფორმატში;

გ) პერიოდული შეხვედრების ორგანიზება ბენეფიციარების წარმომადგენლებთან;

დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ურთიერთობების განვითარება;

ე) ბინათმესაკუთრეთა საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენა და ინიციატივების დაყენება

პრობლემებსა და მოთხოვნებზე რეაგირების განხილვის საბჭოზე;

ვ) პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენის პროაქტიული არხების განვითარება და ბენეფიციართა ჯგუფებთან დანერგვა;

ზ) გამოვლენილი პრობლემების ანალიზი, კატეგორიზაცია, დეტალური ინფორმაციის მოძიება;

თ) პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გატანა პრობლემებსა და მოთხოვნებზე რეაგირების განხილვის საბჭოზე;

ი) საუბნო განყოფილებებიდან, რეაქტიული და პროაქტიული არხებიდან ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად შეგროვება;

კ) თავმოყრილი პრობლემებისა და საჭიროებების შესწავლა, ანალიზი, დამატებითი ინფორმაციის მოძიება;

ლ) პრობლემებისა და მოთხოვნების კატეგორიზაცია, სისტემური პრობლემების გამოვლენა;

მ) სტატისტიკის დამუშავება, ტენდენციების გამოკვეთა და ანალიზი;

ნ) დამუშავებული ინფორმაციის გატანა პრობლემებსა და მოთხოვნებზე რეაგირების განხილვის საბჭოზე;

ო) კვლევისა და ანალიზის მეთოდების განვითარების საჭიროებების დროულად გამოვლენა და იდეების გენერაცია განვითარების შესაძლებლობებზე;

პ) კვლევისა და ანალიზის მეთოდებისა და მიდგომების განვითარების ინიციატივების წარდგენა

ხელმძღვანელთან და მათი დანერგვის უზრუნველყოფა.

 მუხლი 10. შესყიდვების ჯგუფი

1. გამგეობაში იქმნება შესყიდვების ჯგუფი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გამგეობის ბიუჯეტის რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვის პროცედურების კანონიერების დაცვას, შესყიდვებში მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას, შესყიდვების პროცესში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებასა და ამ პროცესის გამჭვირვალობის ამაღლებას. შესყიდვების ჯგუფი, არ არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული.

2. შესყიდვების ჯგუფის  ძირითადი ამოცანებია:

ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) მიერ, დადგენილი ფორმით წარმოდგენილი წლიური მოთხოვნების საფუძველზე, საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა;

გ)  სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა;

დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა.

3. შესყიდვების ჯგუფის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის დადგენილი ფორმით შედგენა  გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) მიერ მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე. დამტკიცებულ წლიურ გეგმაში საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცვლილებების პროექტის მომზადება და დამტკიცებული ცვლილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) მიერ წარმოდგენილი შესყიდვის საშუალების შერჩევა და ხელშეკრულებების მომზადება. შერჩეული შესყიდვების საშუალების შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული, დოკუმენტაციის შედგენა, შესყიდვის პროცედურების მომზადება, სატენდერო კომისიის აპარატის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება და სატენდერო პროცედურების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფა;

გ) გამგეობის მიერ დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეგისტრაცია, აღრიცხვა და შენახვა;

დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე შეთანხმების აქტის  ან/და გადაწყვეტილებების ან გადაწყვეტილების პროექტების მომზადება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) დასაბუთებული მოთხოვნების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჯარიმო სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და წარდგენა;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისათვის (განყოფილებებისთვის) კონსულტაციების გაწევა;

თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში  წარდგენილი საჩივრების განხილვის სხდომებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება გამგეობის ინტერესების დასაცავად;

ი) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატის ტიპური დებულების(დანართი 2-ის) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის იურიდიული განყოფილების ტიპური დებულების(დანართი 3-ის) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იურიდიული განყოფილება (შემდგომ განყოფილება) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს გამგეობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, გამგეობის  საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების სრულყოფის ხელშეწყობას, გამგეობის წარმომადგენლობას სასამართლოში და მისი ფუნქციებიდან გამომდინარე სხვა საკითხების  გადაწყვეტას.“.

4. „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამხედრო განყოფილების ტიპური დებულების (დანართი 4-ის) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სამხედრო განყოფილება (შემდგომ განყოფილება) არის გამგეობის სტრუქტურული  ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს რაიონში მცხოვრებ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე     აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციის და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში  გადაწყვეტას.“.

5. „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის პროვაიდერების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების ტიპური დებულების(დანართი 5-ის) პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს 11 პუნქტი:

„11. ამ დებულების მიზნებისათვის პროვაიდერი არის პირი, რომელიც მოქალაქეებს აწვდის პერმანენტულ მუნიციპალურ სერვისებს, როგორიცაა მუნიციპალური ტრანსპორტი, წყალმომარაგება, გაზმომარაგება, ელექტროენერგიით მომარაგება, კომუნიკაციების მიწოდება და გამგებლის მიერ განსაზღვრული კონტრაქტორები.“.

6. „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის რაიონის გამგეობის საფინანსო და ბიუჯეტირების განყოფილების ტიპური დებულების(დანართი 6-ის) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საფინანსო და ბიუჯეტირების განყოფილება (შემდგომ განყოფილება) არის საფინანსო და ბიუჯეტის საკითხებში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ბიუჯეტირების პროცესის შეუფერხებლად, დადგენილი წესებისა და კანონის მოთხოვნების დაცვით წარმართვას.“.

7. „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების ტიპური დებულების(დანართი 7-ის) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კორესპონდენციების განხილვა, რეაგირების გზების მოფიქრება და წარდგენა ხელმძღვანელთან;“.

8. „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების ტიპური დებულების(დანართი 8-ის):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ხარისხიანი და დეტალური პროგრამის შესახებ წინადადებების შემუშავება და წარდგენა ხელმძღვანელთან;

ბ) თანადაფინანსებული პროექტების შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგი და დროული განხორციელების უზრუნველყოფა;“;

ა.ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კორესპონდენციების განხილვა, რეაგირების გზების მოფიქრება და წარდგენა ხელმძღვანელთან;“;

 ა.გ) მე-2 პუნქტს დაემატოს „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:

ლ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვა, მონაცემთა ბაზების განახლება და ინფორმაციის შეტანა;

მ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დოკუმენტაციის შემოწმება, განსაზღვრულ შემთხვევებში დოკუმენტაციის მომზადება, დაარქივება, დამუშავება და მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ნ) განყოფილებაში არსებული ინფორმაციის სტატისტიკის წარმოება და ანალიზი.“.

9. „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის რაიონის გამგეობის კულტურის, სპორტის და განათლების განყოფილების ტიპური დებულების(დანართი 9-ის):

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კულტურის, სპორტის და განათლების განყოფილება (შემდგომში განყოფილება) არის კულტურის, სპორტის და განათლების საკითხებში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ  უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილი გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, სპორტის და განათლების მიმართულების პროექტების დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელებას.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) კორესპონდენციების განხილვა, რეაგირების გზების მოფიქრება და წარდგენა         ხელმძღვანელთან;“

10.  „კ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის რაიონის გამგეობის სოციალური განყოფილების ტიპური დებულების(დანართი 10-ის):

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სოციალური განყოფილება (შემდგომში განყოფილება) არის სოციალურ საკითხებში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით   შექმნილი გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური მიმართულების პროექტების დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელებას.“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროგრამული სამუშაოების მაღალი ხარისხით და დროულად განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) პროგრამის განხორციელებისას მოსალოდნელ და დამდგარ რისკებზე დროული რეაგირება.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კორესპონდენციების განხილვა, რეაგირების გზების მოფიქრება და წარდგენა          ხელმძღვანელთან;“ ;

ბ.გ) მე-2 პუნქტს დაემატოს „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად ჰუმანიტარული დახმარების პროგრამათა შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება;“.

11. „ლ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის რაიონის გამგეობის მომსახურების განყოფილების ტიპური დებულების(დანართი 11-ის):

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომსახურების განყოფილება (შემდგომში განყოფილება) არის მომსახურების  საკითხებში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების    მიზნით შექმნილი გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლიც უზრუნველყოფს გამგეობის მომსახურებით  მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა მაქსიმალურ კმაყოფილებას.“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) დისტანციური მომსახურების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფა;“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“და „პ“ ქვეპუნქტები:

„კ) ადმინისტრაციულ ორგანოთა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების და განცხადებების დამუშავება, გამგეობაში არსებული ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია, ნომრის მინიჭება და სკანირება;

ლ) საარქივო მასალების მოგროვება, სისტემატიზაცია და არქივის გამართულად ფუნქციონირება;

მ) ცხელ ხაზზე ინფორმაციის მიღება, დამუშავება და უფლებამოსილ პირებზე გადაცემა;

ნ) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა შეხვედრებზე ჩაწერა და მიღების ორგანიზება;     

ო) ადმინისტრაციულ ორგანოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დოკუმენტაციის  გაგზავნის უზრუნველყოფა;

პ) მომსახურების ხარისხის კონტროლის არხების განვითარება მომსახურებაში არსებული პრობლემების დროულად გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა გამოკითხვა და ზარების ჩანაწერების შერჩევითი მოსმენა.“.

12. „მ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – საუბნო განყოფილების ტიპური დებულების“ (დანართი 12-ის) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პერიოდული ანგარიშის წარმოება განხორციელებული სამუშაოებისა და მიღებული ინფორმაციის შესახებ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი