დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4218-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 18/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190060.09.001.016297 |
|
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
|
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
|
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-3/475, 03.09.2015წ.,) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 10 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზვიად ძიძიგური – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გია ჟორჟოლიანი – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე;
გ) ვახტანგ ხმალაძე – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
დ) გიორგი კახიანი – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე;
ე) კახაბერ ოქრიაშვილი – ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარე;
ვ) გიორგი გაჩეჩილაძე – დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი;
ზ) პავლე კუბლაშვილი – დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი;
თ) ნინო ლომჯარია – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი;
ი) ქეთევან ჩაჩავა – განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე;
კ) ვასილ გონაშვილი – სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ქუთაისი, 18 სექტემბერი 2015 წ. N4218-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები