დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.138.016221 |
|
„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №20 დადგენილებით დამტკიცებულ (ვებგვერდი 03/04/2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016205) დანართში: |
1.
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მშენებლობის განყოფილება; ბ) არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება; გ) არქმშენინსპექციისა და ზედამხედველობის განყოფილება ;“ |
2.
მე-7 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 7. ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მშენებლობის განყოფილება 1. ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მშენებლობის განყოფილების ფუნქციებია: ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება; ბ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას; გ) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; დ) ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ - დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და განხილვა; ე) ქალაქთმშენებლობითი კადასტრის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება, დადგენილი წესის შესაბამისად; ც) ახალციხის მუნიციპალიტეტში გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება; ზ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტების საპროექტო, ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მონიტორინგი; თ) მყარი ნარჩენების მართვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; ი) უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვისას მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; კ) წარმოდგენილი საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; ლ) საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში კორექტირების განხორციელების შემთხვევაში, კორექტირების პროცესში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; მ) შემოსული განცხადებების, წერილების განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა თუ რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში.“ |
3.
დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„ მუხლი 71. არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და დასახლების დაგეგმარების უზრუნველყოფა; ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ტერიტორიული ერთეულების შექმნა – გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე წინადადებების მომზადება; გ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარსადგენად; დ) შენობა – ნაგებობის ექსტერიერების და ინტერიერების პროექტების განხილვა, ფერთა შეთანხმება, ქალაქსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში არსებულ ობიექტებზე განსათავსებელი საინფორმაციო დაფების, აბრებისა და ფირნიშების ესკიზების შეთანხმებაზე შესაბამისი აქტების მომზადება; ე) შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად შენობა – ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება; ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება; ზ) ცალკეულ მიწის ნაკვეთებსა და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მისამართის მინიჭებისათვის საკითხის განხილვა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; თ) სივრცით ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ურბანული დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება, და კომპეტენციის ფარგლებში სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესის რეგულირება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ი) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება; კ) ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ - დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და განხილვა; ლ) უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვისას მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; მ) ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში; ნ) ახალციხის მუნიციპალიტეტში, გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება; ო) შემოსული განცხადებების, წერილების განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა თუ რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში.“. |
4.
მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) შემოსული განცხადებების, წერილების განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა თუ რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები