დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.137.016198 |
46
17/09/2015
ვებგვერდი, 22/09/2015
010260020.35.137.016198
„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
|
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში, კერძოდ, დებულების მე-14 მუხლის ,,გამგებლის წარმომადგენელი“ მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები:
„დ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული კომუნალური (სასმელი წყლის, სარწყავი წყლის) და დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადების დამადასტურებელი საბანკო ქვითრების დარიგებას; ე) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის მე-14 მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადასახადების გადახდევინების მონიტორინგს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები