სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

  • Word
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-1273/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 16/09/2015
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02-1273/ო
16/09/2015
ვებგვერდი, 18/09/2015
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-11 73/ო

 

2015 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის  შესახებ

 

საქართველოს კანონის„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”(მუხლი 6 ; მუხლი 8 ; მუხლი10) და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის 385 დადგენილების (დანართი1) შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:     

1. გაიცეს შპს ,,ნაციონალურ სისხლის ბანკზე“ (ქ. რუსთავი, ლომოურის ქუჩის დასავლეთით მიმდებარე ტერიტორია) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი  თვის  ვადაში საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი , აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.

3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

 

საფუძველი:

შპს ,,ნაციონალურ სისხლის ბანკის“ დირექტორის ლ. გელაშვილის განცხადება 77331, 11.08.2015წ.  ადგილზე შემოწმების აქტი 90, 15.09.2015წ.  ზეპირი მოსმენის ოქმი 13, 16.09.2015წ.

 

სააგენტოს უფროსი                                                                   გია თვალავაძე