სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

  • Word
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-1270/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 16/09/2015
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02-1270/ო
16/09/2015
ვებგვერდი, 18/09/2015
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-11 70/ო

 

2015 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების  შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი ა) შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს  ,,ნაციონალურ სისხლის ბანკზე“ (მის .: ქ. თბილისი, ქეთევან წამებული გამზირი N47, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის ქუჩა 49/8) გაცემული ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“ – სალიცენზიო მოწმობა 002180, ბრძანება 02-62/ო, 21.01.2015წ.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი  თვის  ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი , აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.

3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს  ,,ნაციონალურ სისხლის ბანკისდირექტორის ლ. გელაშვილის განცხადება: N88125 , 11.09.2015წ.

 

სააგენტოს უფროსი                                                          გია თვალავაძე