დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.175.016089 |
|
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №52 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 31.12.2014წ., 190020020.35.175.016052) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველ მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“. ბ) დადგენილების მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“. გ) დადგენილების მე-7 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3 922,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“. დ) დადგენილების მე-8 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2690,40 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2993,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 302,9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის :
“. ე) დადგენილების მე-9 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“. ვ) დადგენილების მე-16 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი16. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, დასუფთავების ღონისძიებები, სკვერების, მოედნების კეთილმოწყობის ღონისძიებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 1.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, წყლის სისტემისრეაბილიტაცია და ექსპლუატაცია,გაზგაყვანილობის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია, მუნიციპალური შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 1.2.1. სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია ( პროგრამული კოდი 03 02 04) ქალაქ მცხეთაში იგეგმება სხვადასხვა ქუჩებზე სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია. 1.2.2 ქალაქ მცხეთაში საყრდენი კედლებისა და კიბეების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 11) 2015 წლის განმავლობაში იგეგმება ქალაქ მცხეთის ქუჩებზე არსებული საყრდენი კედლებისა და მთავარ ქუჩებთან დამაკავშირებელი კიბეების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია. 1.2.3 მუნიციპალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 08) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. ქალაქ მცხეთაში არსებული №5 საბავშვო ბაგა-ბაღის ცენტრალური გათბობის დაფინანსება. 2015 წლის განმავლობაში იგეგმება სხვადასხვა მუნიციპალური შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია და მშენებლობა. 2. კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების და მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები, გამწვანების, დასუფთავების, გარე განათების და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის სამუშაოები,საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ქალაქ მცხეთის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციის მომზადება. 2.1.1 სკვერების და მოედნების მოწყობა(პროგრამული კოდი 03 0402) 2015 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილიაქალაქ მცხეთაში სკვერების, სტადიონებისა და მოედნების მოწყობა. 2.1.2 ქალაქ მცხეთაში მგზავრთა მოსაცდელების მოწყობა და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 05 04) ქალაქ მცხეთაში 2015 წლის განმავლობაში იგეგმება მგზავრთა მოსაცდელების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. 3. (ა)იპ თვითმმართველ ქალაქ „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის“ კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება „ს/კ 436036362“ (პროგრამული კოდი 05 02 01) თვითმმართველი ქალაქ მცხეთისკულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ა(ა)იპ“ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება“, რომელშიც გაერთიანებულია : Ø ქალაქ მცხეთის მთავარი კულტურის სახლი; Ø ქალაქ მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლა; Ø ბიბლიოთეკები: ქალაქ მცხეთის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური, ქალაქ მცხეთის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო, ქალაქ მცხეთის ლადო ასათიანის სახელობის ახალგაზრდული ბიბლიოთეკა. Ø სპორტული სკოლები: ქალაქ მცხეთის კომპლექსური სასპორტო სკოლა და მცხეთის ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლა, სადაც სწავლობს 220-მდე მოსწავლე. მცხეთის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში ფუნქციონირებს კალათბურთის, ჭიდაობის, კრივის, კარატეს, ველოსპორტის და ჭადრაკის წრეები. მცხეთის ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლაში ფუნქციონირებს ნიჩბოსნობის შემდეგი სახეები: აკადემიური, საბაიდარე და კანოე. 4.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვადა სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 4.1. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.1.1 სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მცხეთაში მცხოვრები მოსახლეობისათვის მკურნალობის და ოპერაციების ჩატარების ხარჯების დაფინანსება; 4.1.2 ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მცხეთაში მცხოვრები სოციალურად დაუცველ პირთათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაწევა. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებზე, რომლებიც განიცდიან უკიდურეს ფინანსურ და სოციალურ გაჭირვებას, დახმარება ერთჯერადია.“. ზ) დადგენილების მე-17 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი17. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
.“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები