„თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის №252 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 487
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.018873
487
15/09/2015
ვებგვერდი, 17/09/2015
340170000.10.003.018873
„თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის №252 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №487

2015 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

„თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის №252 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის №252 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2015,   340170000.10.003.018637) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის:

1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) 2017 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს არანაკლებ 500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კოოპერატივის ან/და მისი წევრის საკუთრებად კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი