„საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების პროცესში საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის წესის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №3/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 43/2015
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016207
43/2015
16/09/2015
ვებგვერდი, 16/09/2015
010240020.15.008.016207
„საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების პროცესში საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის წესის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №3/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №43/2015

2015 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების პროცესში საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის წესის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №3/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის      მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების პროცესში საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის წესის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №3/2013 დადგენილებას (სსმ, ვებგვერდი, 15/02/2013, 010240020.15.008.016070) დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 41. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოების შუალედური ან რიგგარეშე არჩევნების გამართვის შემთხვევაში,  საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომერი მიენიჭებათ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი