„ტექნიკური რეგლამენტის - თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის - თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 474
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 11/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160000.10.003.018860
474
14/09/2015
ვებგვერდი, 16/09/2015
300160000.10.003.018860
„ტექნიკური რეგლამენტის - თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №474

2015 წლის 14 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2014, 300160000.10.003.017614) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.პ) საზაფხულო საძოვრებზე მწყემსებისთვის და ტურისტებისთვის ტრადიციული თავშესაფრების, აგრეთვე შინაურ ცხოველთა სადგომების მოწყობისა. ასევე აგროტურიზმის განვითარებისათვის ცხვრის საწველი ბაკის (სიგრძე − არანაკლებ 22 მ-ისა; სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა; სიმაღლე − არანაკლებ 2.5 მ-ისა), ტრადიციული თუშური გუდის ყველის დამზადებისა და შენახვის საწყობის (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა; სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა; სიმაღლე − არანაკლებ 5 მ-ისა), საკარვე და საპიკნიკე ადგილისა  (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა; სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა; სიმაღლე − არანაკლებ 2.5 მ-ისა) და საპირფარეშო/საშხაპის  (სიგრძე − არანაკლებ 3 მ-ისა; სიგანე − არანაკლებ 1.5 მ-ისა; სიმაღლე − არანაკლებ 2.5მ-ისა) მოწყობისა;“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი