„სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №419 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 302
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016809
302
22/09/2015
ვებგვერდი, 23/09/2015
190040000.22.033.016809
„სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №419 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №302

2015 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №419  ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №419 ბრძანებით  (ვებგვერდი, 31.12.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016704)  დამტკიცებული  „სამინისტროებისა  და  უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის“ (დანართი №1):

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეს წესი არ ვრცელდება სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებულ გრანტებზე:

ა) რომლებიც ასახულია შესაბამისი წლის დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტში;

ბ) რომლის გაცემის წყაროსაც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები.“.

  2.  მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ცნობის დადასტურება ხორციელდება ელექტრონულად, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს უფროსის ან/და  საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის ან/და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ.  ცნობას ენიჭება ნომერი და თარიღი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური