დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.027.016604 |
100
16/09/2015
ვებგვერდი, 16/09/2015
010240030.22.027.016604
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებას (ვებგვერდი, 13.07.2015, 010240030.22.027.016584) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. 2015 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟიორების ოდენობა შეადგენს: ა) სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ − 15 ერთეულს; ბ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ − 10 ერთეულს; გ) სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ − 7 ერთეულს; დ) სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ − 5 ერთეულს; ე) სსიპ „სმართ ლოჯიქში“ (SMART LOGIC) − 3 ერთეულს; ვ) სსიპ „საქართველოს ეროვნულ არქივში“ − 2 ერთეულს.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები