„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-41/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.035.016351
01-41/ნ
15/09/2015
ვებგვერდი, 16/09/2015
280120000.22.035.016351
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-41/ნ

2015 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში (სსმ III, 20.05.2010, №56, მუხ. 878) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ (დანართი №1):
ა) მე-5 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დეკლარაციის „A“, „B“, „C“ (გარდა „C3“ პუნქტის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-8, მე-9 და მე-13 გრაფისა), „D“ და „E“ ბლოკები ივსება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დეკლარაციის „F“ ბლოკი ივსება უშუალოდ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, დამოუკიდებლად, ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ან სხვა წევრთან შეთანხმების გარეშე, ხოლო „C3“ კითხვის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-8, მე-9 და მე-13 გრაფები ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

7. „C3“ პუნქტის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-8, მე-9 და მე-13  გრაფების შევსების დროს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს აცნობს ინფორმაციას ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან (შემდგომში შემოსავლების სამსახური) მიღებულ მონაცემთა ბაზასა და სააგენტოს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ავსებს შესაბამის გრაფას. 

8. თუ ოჯახის განაცხადში დაფიქსირებულ წევრთა მონაცემები არაიდენტურია დეკლარაციის შევსების მომენტში არსებულ წევრთა მონაცემებთან, ასეთ შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი განსხვავებულ ოჯახის წევრ(ებ)ზე „C3“ პუნქტის პირველი, მე-3, მე-4, მე- 5, მე-8, მე-9 და მე-13 გრაფებს ავსებს სააგენტოში დაცული ინფორმაციის საფუძველზე.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ წესის მიზნებისათვის, ფიზიკური მდგომარეობის – „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას“ – შემოხაზვისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს, რომ ოჯახის წევრის მდგომარეობა ნამდვილად შეესაბამება ამ კატეგორიას, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებულია:

ბ.ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს გულის ქრონიკული უკმარისობით (I50) (III – IV ფუნქციური კლასი „NYHA“) ან  სტაბილური სტენოკარდიით (I20.8) (III – IV ფუნქციური კლასი „CCS“);

ბ.ბ) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლის დროსაც რეკომენდებულია ან ჩატარებულია აუცილებელი ინტერვენციული ჩარევები (ოპერაციები გულზე, სტენტირება, რითმის წამყვანის – პეისმეიკერის, გულშიდა დეფიბრილატორის იმპლანტაცია);

ბ.გ) სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები, გართულებული სუნთქვის ქრონიკული უკმარისობით (J96.1) (ასთმა J45.0-J45.9; ფილტვის არტერიის პირველადი და მეორადი ჰიპერტენზია I27.0, I27.2; ცისტური ფიბროზი პულმონური მანიფესტაციით E84.0; კიფოსკოლიოზი M41; სიმსუქნე ალვეოლური ჰიპოვენტილაციით E66.2; ვეგენერის გრანულომატოზი M31.3; პოლიარტერიტი ფილტვის დაზიანებით (ჩარჯ-სტროსის სინდრომი) M30.0; ფილტვის სხვა ინტერსტიციული ავადმყოფობები ფიბროზით J84.1; ნეირომუსკულური პრობლემები (მიასთენია გრავის და სხვა მიონევრული დაავადებები – G70.0-G70.9,  გიენ-ბარეს სინდრომი – G61.0; მოტორული ნეირონების დაზიანება G12.0-G12.9, მათ შორის ვერდნიგ-ჰოფმანის დაავადება), პოლინეიროპათია G63, პოლიომიელიტი, კუნთების პირველადი დაზიანებანი G71.0 G71.9, მიქსედემა E00.0; ემფიზემა – J43;  ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობები J44; ბრონქოექტაზური დაავადება J47; ფილტვის ავადმყოფობები გამოწვეული გარეგანი ფაქტორებით J60 – J68; ობლიტერაციული ბრონქიოლიტი, ფილტვების ფიბროზი J68.4; ქრონიკული და  სხვა ფილტვისმიერი გამოვლინებები გამოწვეული რადიაციით, რადიაციის შემდგომი ფილტვის ფიბროზი J70.1; ფილტვების ქრონიკული ინტერსტიციური დაზიანებები მედიკამენტოზური J70.3; ალვეოლური და პარიესო-ალვეოლური დაზიანებები (ალვეოლური პროტეინოზი, ალვეოლური მიკროლითიაზი) J84.0; ფიბროთორაქსი J94.1; ფილტვის რევმატოიდული დაავადება J99.0; რესპირაციული დარღვევები შემაერთებელი ქსოვილის სხვა დიფუზური დაზიანებების დროს J99.1;  ფილტვების სარკოიდოზი D86.0; ფილტვების სარკოიდოზი ლიმფური კვანძების სარკოიდოზთან ერთად D86.2; ჰისტიოციტოზი X D76.0;  სუნთქვის უკმარისობა დაუზუსტებელი J96.9);

ბ.დ) თირკმლის ქრონიკული დაავადება III (N18.3),  IV (N18.4),  V (N18.5)  სტადია;

ბ.ე) ონკოლოგიური, მათ შორის, ონკოჰემატოლოგიური დაავადებები (C00-C97), რომლის დროსაც რეკომენდებულია ან ჩატარებულია სპეციფიკური ონკოლოგიური მკურნალობა: ქირურგიული, მედიკამენტური, რადიოთერაპიული ან პალიატიური მკურნალობა;

ბ.ვ) შაქრიანი დიაბეტი – ნებისმიერი ტიპის, რომელიც საჭიროებს მკურნალობას ორალური ან საინიექციო ანტიდიაბეტური მედიკამენტებით, მათ შორის, ინსულინით;

ბ.ზ) ქრონიკული ჰეპატიტი „B“ ან „C“;

ბ.თ) ღვიძლის ციროზი;

ბ.ი) ეპილეფსია.“;

გ) მე-8 მუხლის:
გ.ა) მე-5 პუნქტის:
გ.ა.ა) „გ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ ოჯახის განაცხადში ოჯახის წევრთა შესახებ მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება დეკლარაციის შევსების მომენტში არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი განსხვავებულ ოჯახის წევრ(ებ)ზე დეკლარაციის „C3“ პუნქტის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-8, მე-9 და მე-13 გრაფებს ავსებს სააგენტოში დაცული ინფორმაციის საფუძველზე;“;

გ.ა.ბ) ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) „C3“ პუნქტის მე-11 გრაფაში – „სხვა ფულადი სოციალური დახმარება“ – უნდა დაფიქსირდეს წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები იმ სოციალური დახმარებ(ებ)ის ჯამური თანხა, რომელიც (რომლებიც) არ არის გათვალიწინებული ამ პუნქტის სხვა გრაფებით (მათ შორის, არ არის სარეიტინგო ქულაზე დამოკიდებული) და ოჯახი იღებს რეგულარულად (არაერთჯერადად), გარდა „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული ფულადი დახმარებისა და რეინტეგრაციის შემწეობისა;“;

გ.ა.გ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.ა.დ) „ჟ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ)  „C3“ პუნქტის მე-14 გრაფაში – „სხვა რეგულარული ფულადი შემოსავალი“ – უნდა ჩაიწეროს წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები ის ფულადი შემოსავალი, რომელიც არ არის გათვალისწინებული „C3“ პუნქტის სხვა რომელიმე გრაფით და აქვს არაერთჯერადი (რეგულარული) ხასიათი (მაგ. საქველმოქმედო ორგანიზაციიდან გრანტის სახით მიღებული თანხა ან კერძო კომპანიისგან მიღებული თანხა); თუ შემოსავალი არის რეგულარული, მაგრამ მისი მიღება არ ხდება ყოველთვიურად, უნდა დაფიქსირდეს ამ შემოსავლის ერთ თვეზე დაანგარიშებული ოდენობა; ამ გრაფაში არ ფიქსირდება ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ ბანკიდან, ლომბარდიდან აღებული კრედიტი/სესხი;“.

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დეკლარაციის „C4“ პუნქტში – „რამდენი იყო ოჯახის ჯამური ფულადი შემოსავლები ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან გასულ 12 თვეში“, ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების მომენტიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული ფულადი შემოსავლები. ამ პუნქტში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ ბანკიდან, ლომბარდიდან აღებული კრედიტი/სესხი.“;

2. ბრძანებით დამტკიცებული ფორმა „ოჯახის დეკლარაცია“ დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაბეჭდილი ფორმების გამოყენება განხორციელდეს არსებული მარაგების სრულად ამოწურვამდე.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზაზა სოფრომაძე