„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.149.016259
27
14/09/2015
ვებგვერდი, 17/09/2015
010250040.35.149.016259
„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №27

2015 წლის 14 სექტემბერი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №17 დადგენილებაში „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 22.07.2014წ., 010250040.35.149.016184) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების, ასევე მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება“;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუქტი ამოღებულ იქნეს;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ერთობლივი პროექტების განხოციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ თანხმობის მიცემა.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გამგებლის წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესებს, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, ქონებით სარგებლობისა და ქონების მართვის უფლებით გადაცემის, ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებს“;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გამგებლისათვის თანხმობის მიცემა შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, დაარეგულიროს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც საჭიროებენ ნორმატიული აქტით მოწესრიგებას“;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს საჯარო სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს. საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილის წესის შესაბამისად, დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს და თანამომხსენებელს, გააკეთონ განმარტება და განცხადება, წარადგინონ ინფორმაცია“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე და მთავრდება ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე, ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.“;

ი) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გამოაცხადა გარდაცვლილად, ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არა არის განსაზღვრული.“;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ამ დებულების 131-ე მუხლით დადგენილი წესით არანაკლებ წელიწადში ერთხელ არაუგვიანეს 1 ნოემბრისა ჩააბაროს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ.“ ;

ლ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“.

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს “;

ო) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები ქვეყნდება საჯაროდ – სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.“;

პ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 30-ე მუხლის მე-5 პუნქტიჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისიის საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის 57–ე მუხლით დადგენილის წესის შესაბამისად, დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს და თანამომხსენებელს, გააკეთონ განმარტება და განცხადება, წარადგინონ ინფორმაცია“.

ჟ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33. კომისიის სხდომის ოქმი

კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რეგლამენტის 110-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატში, ქვეყნდება საჯაროდ შესაბამისი კომისიის სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში“;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს“;

)დადგენილებით დამტკიცებული დებულების 82-ე მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საერთო კრებას“;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 82-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია პეტიციის წარდგენის უფლება მიანიჭოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფრო ნაკლებ რაოდენობას“;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 94. პეტიცია

1. პეტიცია იწერება და შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ან საერთო კრების მიერ. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:

ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;

გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.

2. პეტიცია უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

დ) პეტიციის ამომრჩეველთა მიერ წარდგენის შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიას;

ე) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ხოლო ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს;

ვ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას.

3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას.

 4. პეტიციას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და ამ რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის ნამდვილობას. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს პეტიციის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 851 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებას.

 5. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა ეძლევა/ეძლევათ მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ რეგლამენტის მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას.

6. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში.

7. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, შესასწავლად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ პეტიციის გადაგზავნიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პეტიციის შესასწავლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ ან პეტიციას უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას.

9. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პეტიციის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე;

ბ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე;

გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე.

10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი. მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი დადგენილების პროექტს განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

12. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. მუნიციპალიტეტის საკრებულო პეტიციასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში.

13. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 15 დღის ვადაში წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის ინფორმაციას ცნობად იღებს ან არ ეთანხმება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის ან სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს სხვა, შესაბამის გადაწყვეტილებას.

14. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული ვადები მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

15. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია, განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს აცნობოს პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს/წარადგენენ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაში საქართელოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.

18. პეტიციის განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

19. თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისმა მოსამსახურეებმა საერთო კრებას უნდა წარუდგინონ უშუალოდ – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში“.

ფ)დადგენილებით დამტკიცებული დებულების 118-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, წინასწარი შეტყობინების ან/და წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის საჯარო სხდომებს.“

)დადგენილებით დამტკიცებული დებულების 120-ე მუხლი ამოღებულ იქნას.

ღ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 127. დასახლების საერთო კრება

1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2. მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 852 855 მუხლებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად“.

ყ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 131-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებულია  წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.“

შ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 131-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის    საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების განხილვას“.

ჩ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 131-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10  პუნქტი:

„10. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ვალდებულია, უზრუნველყოს   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ  ანგარიშების გამოქვეყნება.“

ც) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 132-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ“.

ძ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 132-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა  შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში.“

წ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 135-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;

ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები-შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;

გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში;

დ) საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ე) საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით – ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი – გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;

ზ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები – შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;

თ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღე, ადგილი და საათები მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ი) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) –  შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

კ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსის, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი – საკრებულოში ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ლ) საკრებულოს, საკრებულოს წევრის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიურიანგარიში საკრებულოში  წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

მ) გამგებლის, გამგეობის სამსახურების უფროსების და გამგებლის წარმომადგენლების წლიურ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ნ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტები – საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;

ო) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა – საკრებულოს მიერ დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში .

პ) პეტიცია-საკრებულოში მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;

ჟ) რეგლამენტის 105-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი წერილობითი ინიციატივა საკრებულოში  მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები უნდა გამოქვეყნდეს ან/და  გამოცხადდეს საჯაროდ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეილია ზაქარიაძე