„სენაკის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016239
34
15/09/2015
ვებგვერდი, 18/09/2015
010250020.35.108.016239
„სენაკის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №34

2015 წლის 15 სექტემბერი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016049) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ, დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

 დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (გერბი და დროშა, ესკიზი და ესკიზის განმარტება თან ერთვის) დანართი №1-ის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა



 

დანართი №1


სენაკის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს:

გერბის ფარი სამად არის გაყოფილი – მარჯვნიდან და მარცხნიდან ნახევრად, ირიბად, ქონგურისებურადაა გადაკვეთილი, ქვემოთ კი გაკვეთილი. I ნაწილი ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარი. II ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს. III ნაწილი – ლურჯ ველს. მწვანე და ლურჯი ველების ცენტრში მოთავსებულია ოქროს ხოხობი, ქვემოთ კი კვეთს შემცირებული სამი ვერცხლის სარტყელი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „სენაკი“.

 

სენაკის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:

დროშა ჰორიზონტალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად. ზედა ნაწილი ლურჯი ფერისაა, ქვედა მწვანე. ლურჯსა და მწვანე ნაწილებში დროშის ტარიდან შეჭრილია სამკუთხედი თეთრი ველით, რომლის ცენტრში გამოსახულია მეწამული ჯვარი.

დროშის პროპორციაა 2/3.