გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016289
42
11/09/2015
ვებგვერდი, 17/09/2015
190040000.35.148.016289
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №42

2015 წლის 11 სექტემბერი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის  2015 წლის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარების გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 23/12/2014; 190040000.35.148.016244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული  წესის 1-ლი მუხლის  1-ლი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის საერთაშორისო სამედიცინო კლასიფიკატორის კოდის მქონე  ავადმყოფი.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული  წესის მე-2  მუხლის  1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის საერთაშორისო სამედიცინო კლასიფიკატორის კოდის მქონე  ავადმყოფი.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის    მე-3 მუხლის 1-ლი  პუნქტის   „ბ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სოციალურად  დაუცველი მოქალაქეების, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, თანადაფინანსება სამედიცინო მკურნალობაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს ბენეფიციარის მხრიდან წარმოდგენილი თანხის 50%,  მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.   II-III ხარისხის  სკოლიოზით დაავადებული 0-დან 70 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე   (0-დან 18 წლის ჩათვლით) ბენეფიციარის  სამკურნალო  დახმარება,  განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაფინანსებას მიიღებენ საცურაო აუზზე II-III ხარისხის  სკოლიოზით  დაავადებული (0-დან 18 წლის ჩათვლით) ბენეფიციარები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ის ჩათვლით, სარეიტინგო ქულა. თითო  ბენეფიციარს დაუფინანსდება ერთთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გორის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე“, თვეში 12 პროცედურა (კვირაში 3 დღე)“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის    მე-6 მუხლის  1-ლი  პუნქტის   „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსის დაფინანსება თითო ბენეფიციარზე (0-დან 18 წლის ჩათვლით) „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გორის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე“, სულ 12 პროცედურა“;

თ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის     მე-11 მუხლის  სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. დედ-მამით ობოლი ბენეფიციარების დახმარება“;

ი) დადგენილებით დამტკიცებული წესის     მე-11 მუხლის  მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დედ-მამით ობოლ ბენეფიციარებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად, ყოველ            ბენეფიციარზე 1000 ლარის ოდენობით“;

კ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის  მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლის ჩათვლით  ბენეფიციარის მეურვემ/მზრუნველმა      მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბენეფიციარის მეურვის    ვინაობის შესახებ;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;

ვ)  ბენეფიციარის ან/და ბენეფიციარების დაბადების მოწმობების ასლები;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.“;

ლ) დადგენილებით დამტკიცებული წესის    მე-13 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. მეორე მსოფლიო ომის მონაწილესაქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 200 (ორასი)-ლარიან  სოციალურ  დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები:

ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი;

ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები;

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება  გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობლები და შვილები) ურთიერთობას;

 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. სოციალურ დახმარებას მიიღებს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც განცხადებით პირველი მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი