დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №3 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.148.016286 |
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №3 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/08/2014; 010260010.35.148.016217) ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე გამგეობის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე“ ქვეპუნქტი: „ბ.ე) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ვ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ზ“ ქვეპუნქტი: „გ.ზ) ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ“; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები