დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.152.016234 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებით დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში (სსმ, 18.07.2014წ., ს/კ 010250040.35.152.016175). კერძოდ, რეგლამენტის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. 1. საკრებულოს წევრს (რომელიც არ არის თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები უნაზღაურდება შემდეგი წესით: ა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და ფრაქციების სხდომებზე დასასწრებად გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება თითოეულ სხდომაზე 66 (სამოცდაექვსი) ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს თვეში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოველთვიური სარგოს 15%-ის (397 ლარი) ოდენობით. ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება საკრებულოს, საკრებულოს კომისიების/ფრაქციების სხდომებში მისი მონაწილეობის ამსახველი ჩანაწერები; ბ) ხარჯების ასანაზღაურებლად საკრებულოს აპარატი ყოველთვიურად ამზადებს ბუღალტერიისათვის წარსადგენ ინფორმაციას საკრებულოს და კომისიების/ფრაქციების სხდომებში საკრებულოს წევრთა მონაწილეობის შესახებ, შესაბამისი ჩანაწერების მიხედვით; გ) საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული მოცულობების გათვალისწინებით) განხორციელდება შემდეგი თვის 10 რიცხვამდე, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე. 2. საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს.” . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები