დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.169.016244 |
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ და „შ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ და „შ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების წესი დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
| მუხლი 3 |
დადგენილების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
|
|
დანართი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების წესი
|
ეს წესი ვრცელდება საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ და „შ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევებზე.
|
| მუხლი 1 |
საქართველოს კანონის „საგადასახადო კოდექსი“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა) შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს საკრებულოს მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს –
საკრებულოს განკარგულებას.
|
| მუხლი 2 |
საქართველოს კანონის „საგადასახადო კოდექსი“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს საკრებულოს მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს –
საკრებულოს განკარგულებას.
|
| მუხლი 3 |
საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულების საფუძვლად განისაზღვროს საკრებულოს გადაწყვეტილებით შექმნილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის დამდგენი კომისიის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი მასალების შესაბამისად წარმოდგენილი დასკვნა:
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის დამდგენი კომისიის მიერ კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის შედგენილი დათვალიერების აქტი (ფოტომასალა, სიტუაციური აღწერილობა). 2. მოსავლის განადგურების სხვა მიზეზის გამორიცხვის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი: ა) ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობა სტიქიური მოვლენის შესახებ; ბ) სათესლე მასალის აღმოცენების უნარიანობის ლაბორატორიული ცნობა/დასკვნა; (მხოლოდ საქართველოს კანონის „საგადასახადო კოდექსი“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) ; გ) ფორსმაჟორული გარემოებების შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურის მიერ გაცემული დოკუმენტი; (მხოლოდ საქართველოს კანონის „საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) ; დ) მიწის ნაყოფიერების დამადასტურებული დოკუმენტი/დასკვნა (ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზი); ე) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების აგროტექნიკურ ვადებში ჩატარების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები (მხოლოდ საქართველოს კანონის „საგადასახადო კოდექსი“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) . 3. მოსავლის განადგურების პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის მიზნით ინფორმაცია ჩატარებული საკონტროლო ჭრის შესახებ.(მხოლოდ საქართველოს კანონის „საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში). |
| მუხლი 4 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის დამდგენი კომისიის დასკვნა დგება ორჯერ –
სტიქიის დამთავრებიდან ორი კვირის ვადაში და მოსავლის აღების წინ (საკონტროლო ჭრის დროს).
|
| მუხლი 5 |
ამ წესის მესამე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის ვადად განისაზღვროს 20 კალენდარული დღე.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები