დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 469 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.018855 |
|
„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2014, 470230000.10.003.018244) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის“:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაძიებლებს, რომელთაც: ა) ჩაბარებული აქვთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მოპოვებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა (მ.შ. იმ მაძიებლებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში), აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)/სარეზიდენტო პროგრამა №1 დანართით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობებში და მისი დასრულების შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა განახორციელონ იმ მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) მოპოვებული აქვთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი და აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამა და/ან მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი და მისი დასრულების შემდეგ მუშაობა განაგრძონ იმ მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 2. №2 დანართის (საექიმო სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის წესი): ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება აქვთ: ა) კანდიდატებს, რომელთაც წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მინიჭებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა, მ.შ. იმ მაძიებლებს, რომლებიც გადიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამას აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში ამ პროგრამის №1 დანართით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში და აქვთ მზაობა, მისი დასრულების შემდეგ განახორციელონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებიც განსაზღვრულია წინასწარ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ სახელმწიფო სერტიფიკატი და აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)/სარეზიდენტო პროგრამა და/ან მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი და მისი დასრულების შემდეგ მუშაობა განაგრძონ იმ მუნიციპალიტეტებში, რომელთა ჩამონათვალი განსაზღვრულია წინასწარ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: 41. კანდიდატმა შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიზნით, საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს: ა) შესაბამისი განცხადება; ბ) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის შესახებ ან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის/ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“; გ) მე-7 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტების შერჩევა ტარდება იმ ადგილებზე, რომლებიც თავისუფალი დარჩა ამ პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, კონკურსის ჩატარების შემდეგ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები