„შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-39/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016349
01-39/ნ
15/09/2015
ვებგვერდი, 16/09/2015
470230000.22.035.016349
„შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-39/ნ

2015 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში (სსმ III, 26.02.2010, №23, მუხ. 312) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული (შვილად აყვანის პროცედურები) №1 დანართის:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის  მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) რომლის მშობელიც (მშობლებიც) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;”.

4. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბავშვის მიტოვების ან ბავშვის გაშვილების მსურველი პირი/ოჯახი მიმართავს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. თუ პირი არ ცვლის ბავშვის მიტოვების ან ბავშვის გაშვილების თაობაზე გადაწყვეტილებას, იგი ავსებს ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის და ბავშვის მიტოვების შესაბამისი ფორმის განაცხადს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით.“.

5. მე-6 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მიღებული  გადაწყვეტილება 5 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს განმცხადებელს, ხოლო თუ შეფასება დადებითია, ეს გადაწყვეტილება, განაცხადის ფორმასთან ერთად ეგზავნება სააგენტოს.“;

ბ) მე-9 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის ,,გ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ზ)  ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები.“.

6. მე-7 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„დ) დაბადების თარიღი“;
ბ) მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მ) შვილად ასაყვანი სასურველი ბავშვის მონაცემები (სქესი, ასაკის ქვედა და ზედა  ზღვარი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეროვნება, შვილად ასაყვან ბავშვთა რაოდენობა, განსაკუთრებული მოთხოვნები)“;

გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი:

 ,,ნ) შვილად აყვანის მსურველ პირთა შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თარიღი, გადაწყვეტილების ნომერი და მიმღები ტერიტორიული ერთეული.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. რეესტრში დაცულია გასაშვილებელი ბავშვის შემდეგი მონაცემები:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) პირადი ნომერი;

დ) დაბადების თარიღი;

ე) სქესი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გაშვილებამდე;

თ) ბიოლოგიური მშობლის/მშობლების სახელი და გვარი;

ი) მეურვის ან მზრუნველის  სახელი და გვარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) ჯანმრთელობის მდგომარეობა;

ლ) გასაშვილებელი სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების რეკვიზიტები (გადაწყვეტილების მიმღები ერთეული და გადაწყვეტილების მიღების თარიღი – რიცხვი, თვე და წელი) .

7. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. შვილად აყვანის მსურველი პირის ერთიან რეესტრში აღრიცხვა განხორციელდეს ტერიტორიული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მიხედვით.

8. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

,,2. მშვილებელი ოჯახის/პირის საქმეში ინახება შვილად აყვანის მსურველი პირის გადაწყვეტილება და კანდიდატი პირის განაცხადის ფორმა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზაზა სოფრომაძე