დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №1-1/282 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/459 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300010000.22.024.016392 |
1-1/459
26/10/2015
ვებგვერდი, 28/10/2015
300010000.22.024.016392
“საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №1-1/282 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №1-1/282 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №1-1/282 ბრძანებაში (www. matsne.gov.ge, 01/10/2014 წ., 190020060.22.024.016348) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ამ წესისგან განსხვავებულად, კონკურსის გამოცხადების გარეშე, თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით უფლებამოსილია გასცეს გრანტი უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, მუნიციპალიტეტებსა და მათ მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე.“ . |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები