დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 15/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016014 |
50
15/09/2015
ვებგვერდი, 15/09/2015
130000000.63.075.016014
„წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
|
„წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №11 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 წვევამდელს სამსახურში მიღებისას მიენიჭება სახელმწიფო უსაფრთხოების რიგითის უმცროსი სპეციალური წოდება ან შეუნარჩუნდება ადრე მინიჭებული სპეციალური წოდება.“. |
2.
მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წვევამდელის სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ ბრძანებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. წვევამდელი სამსახურში მიიღება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ან მასთან შეთანხმებით, მხოლოდ იმ თანამდებობებზე, რომლებზეც გათვალისწინებული არ არის პირის სამხედრო წოდებით მიღება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები