დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორების წესებისა და საჯარო აუქციონის წესით ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.171.016088 |
|
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორების წესებისა და საჯარო აუქციონის წესით ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ –
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორების წესებისა და საჯარო აუქციონის წესით ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 თებერვლის №11 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, 11.02.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.171.016063), კერძოდ:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge ”. 2. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყის საფასურს ამ წესის 25-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 6%-ის ოდენობით; ბ) მოძრავი ქონების (ავტოსატრანსპორტო საშუალებები, დანადგარ-მოწყობილობები) სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყის საფასურს ამ წესის 25-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 6%-ის ოდენობით; გ) ხაზობრივი ობიექტების (გაზსადენი, წყალსადენი) სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყის საფასურს ამ წესის 25-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 6%-ის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები