დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის N22/60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21/28 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016279 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №
22/60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №22/60 დადგენილებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge, 30.12.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016250) ბიუჯეტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
ბიუჯეტის დანართის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
.“ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
ბიუჯეტის დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
.“ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
ბიუჯეტის დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 20 504,2 ათ. ლარის ოდენობით:
.“ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
ბიუჯეტის დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 11 105,0 ათ. ლარის ოდენობით:
.“ |
5.
ბიუჯეტის დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 15 165,1 ათ. ლარის ოდენობით:
.“ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.
ბიუჯეტის დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6 978,4 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8 213,4 ათ. ლარის ოდენობით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 1 235,0 ათ. ლარის ოდენობით:
.“ |
7.
ბიუჯეტის დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
.“ |
8.
შევიდეს ცვლილება ბიუჯეტის დანართის მე-13 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 80,0 ათ. ლარის ოდენობით.“.
|
9.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქში ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას (გზები და ხიდები). კერძოდ, ქუჩების ორმულ შეკეთებას, ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერებას, ქუჩებში სათვალთვალო ვიდეო კამერების მოწყობას, მე-7 კმ-ზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადღეღამისო სადგომის მოწყობის პროექტირებას, შუქნიშნების მოვლა-პატრონობას, აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარის რეაბილიტაციას, აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარის რეაბილიტაციის შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას, ქალაქ ფოთში დანელიას ქუჩის (სტადიონის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციას, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობას, ნაბადის გადასასვლელი ხიდის მიმდებარე გზის საფარის რეაბილიტაციის პროექტირებას. ასევე ს/სახლების სახურავების მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი ს/სახლების რეაბილიტაციას (ფასადების შეფუთვა და მანსარდების მოწყობა), აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი ს/სახლების რეაბილიტაციის (ფასადების შეფუთვა და მანსარდების მოწყობა) შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას, მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციას, მუზეუმის შენობის სახურავის კაპ. შეკეთებას, დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობას, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვას, გარე განათების რეაბილიტაციას (ქუჩები და ხიდები), გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობას, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას, სატუმბო სადგურების მოვლა-პატრონობას, დასუფთავების ღონისძიებებს, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლირებას, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდას, მათ აღდგენასა და მოვლა-პატრონობას, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციას, დახურული სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროექტირებას, ხიდბოგირების მოწყობას, სანიაღვრე არხებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციის პროექტირება, ექსპერტიზას, ბინების შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება, ექსპერტიზას, მინისპორტული მოედნების მოწყობას, სასულიერო სემინარიასთან მიმდებარე სკვერის მოწყობის პროექტირებას, აღმაშენებლისა და დანელიას ქუჩების გამწვანების სამუშაოების პროექტირებას, არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-შენახვას, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროექტირებას და სამუშაოებს, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის, მისასვლელი გზის) რეაბილიტაციას (მათ შორის, პროექტირებას), ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ხარჯთაღრიცხვის შედგენა-პროექტირებას და სხვა.”. |
10.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარის რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარის რეაბილიტაციის შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა, ქალაქ ფოთში დანელიას ქუჩის (სტადიონის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაცია, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობა. აგრეთვე განხორციელდება ქალაქ ფოთში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ასფალტის საფარის ორმული შეკეთება, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას, კერძოდ კი ხელს შეუწყობს არსებულის შენარჩუნებას მიმდინარე მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოების კვალობაზე. ასევე დაგეგმილია ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერება, შუქნიშნების მოვლა-პატრონობა, ქუჩებში სათვალთვალო ვიდეო კამერების მოწყობა, მე-7 კმ-ზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადღეღამისო სადგომის მოწყობის პროექტირება, ნაბადის გადასასვლელი ხიდის მიმდებარე გზის საფარის რეაბილიტაციის პროექტირება.”. |
11.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის 1.2 და 1.2.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„1.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების, საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობის და ს/სახლების სახურავების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი ს/სახლების რეაბილიტაციის სამუშაოები, აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი ს/სახლების რეაბილიტაციის (ფასადების შეფუთვა და მანსარდების მოწყობა) შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა, მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები, ჩამდინარე წყლების მართვის, არსებული ქსელის მოვლა-შენახვის, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის, დახურული სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროექტირების, ხიდბოგირების მოწყობის, სანიაღვრე არხებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციის პროექტირება, ექსპერტიზის, ბინების შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება, ექსპერტიზის, გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია-რეაბილიტაციის, გარე განათებისა და სატუმბი სადგურების მოვლა-პატრონობის და მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველების იზოლირება. 1.2.1. ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციის, სახურავების მიმდინარე შეკეთების, აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი ს/სახლების რეაბილიტაციის (ფასადების შეფუთვა და მანსარდის მოწყობა), აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი ს/სახლების რეაბილიტაციის (ფასადების შეფუთვა და მანსარდების მოწყობა) შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის, მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.“. |
12.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„2.1.4 სტადიონის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 04) ქალაქ ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია გათვლილია 6 ათას ადამიანზე. პირველ ეტაპზე განხორციელებული სამუშაოების მოცულობა შესრულდება 2000 მაყურებელზე. გარდა ამისა, იგეგემება არსებული ტრიბუნებისა და ინფრასტრუქტურის ნაწილის დემონტაჟი, დასავლეთი ტრიბუნის მოწყობა სრული ინფრასტრუქტურით, პრეს-ლოჟების, გარე განათების სისტემების და ტაბლოს მოწყობა. ასევე დაფინანსდება სტადიონის რეაბილიტაციის შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა.”. |
13.
ბიუჯეტის დანართის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
.“
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების თანახმად: |
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 16 ივლისის №508 ბრძანების „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ“ შესაბამისად:
|
ა)
შემცირდა „ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები“ 38,7 ათ. ლარით და განისაზღვრა 6728.2 ათ. ლარით;
|
ბ)
შემცირდა „სანიაღვრე არხების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის“ „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 2,0 ათ. ლარით და განისაზღვრა 889.0 ათ. ლარით. |
გ)
შემცირდა „კეთილმოწყობის ღონისძიებების“ „სხვა ხარჯები“ 21,4 ათ. ლარით და სულ ხარჯი განისაზღვრა 275,6 ათ. ლარით;
|
დ)
შემცირდა „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაციის“ „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 15,3 ათ. ლარით და განისაზღვრა 227.5 ათ. ლარით. |
ე)
გადატანილ იქნა „ბინათმშენებლობისათვის“ 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში, კერძოდ, შემცირდა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი 796,0 ათ. ლარით, შესაბამისად გაიზარდა „სხვა ხარჯების„ მუხლი. |
2.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 29 ივლისის №538 ბრძანების „2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად:
|
ა)
გადატანილ იქნა „სანიაღვრე არხების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციისათვის“ 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში, კერძოდ, შემცირდა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი 15,9 ათ. ლარით, შესაბამისად გაიზარდა „სხვა ხარჯების„ მუხლი. |
ბ)
გადატანილ იქნა ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება –
კრივის სასპორტო სკოლის“ 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში, კერძოდ: შემცირდა „სუბსიდიები“ 0,8 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი.
|
გ)
გადატანილ იქნა ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ოლიმპიური ჩემპიონის – ვიქტორ კრატასიუკის სახელობის კანოე კლუბის“ 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში, კერძოდ: შემცირდა „სუბსიდიები“ 0,8 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი.
|
დ)
გადატანილ იქნა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებისათვის“ 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში, კერძოდ: შემცირდა „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“ 30,0 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „სუბსიდიების“ მუხლი. |
3.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 5 აგვისტოს №553 ბრძანების „2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად:
|
ა)
გადატანილ იქნა ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ფოთის ოტია ჯაიანის სახელობის სამხატვრო სკოლის" 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში, კერძოდ: შემცირდა „სუბსიდიები“ 1,1 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „არაფინანსური აქტივების ზრდის„ მუხლი.
|
4.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 27 აგვისტოს #622 ბრძანების „2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში (მათ შორის ქვეპროგრამებში) გადატანის შესახებ“ შესაბამისად: |
ა)
შემცირდა „გარე განათების მოწყობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციისათვის“ 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება („არაფინანსური აქტივების ზრდა“) 20,0 ათ. ლარით და განისაზღვრა 921.9 ათ. ლარით;
|
ბ)
გაიზარდა „სანიაღვრე არხების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციისათვის“ 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება („არაფინანსური აქტივების ზრდა“) 1,8 ათ. ლარით და განისაზღვრა 1290.9 ათ. ლარით;
|
გ)
შემცირდა „ბინათმშენებლობისათვის“ 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება („სხვა ხარჯები“) 6,1 ათ. ლარით და განისაზღვრა 1031.3 ათ. ლარით;
|
დ)
გაიზარდა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის“ ხარჯები („წარმომადგენლობითი ხარჯები“ 3,5 ათ. ლარით, „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლოატაციისა და მოვლა- შენახვის ხარჯები“ 15,3 ათ. ლარით) 18,8 ათ. ლარით და განისაზღვრა 2324.9 ათ. ლარით
; |
ე)
გაიზარდა „ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საგამოფენო დარბაზის" ხარჯები („სუბსიდიები“) 5,5 ათ. ლარით და განისაზღვრა 68.0 ათ. ლარით;
|
5.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 3 სექტემბრის №641 ბრძანების „2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში (მათ შორის ქვეპროგრამებში) გადატანის შესახებ“ შესაბამისად:
|
ა)
შემცირდა „სარეზერვო ფონდის“ ხარჯები („სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“) 0,2 ათ. ლარით და განისაზღვრა 80.0 ათ. ლარით;
|
ბ)
დაემატა „წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის“ ხარჯები („სხვა ხარჯები“), თანხით 0,2 ათ. ლარი;
|
6.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 3 სექტემბრის #642 ბრძანების „2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში (მათ შორის ქვეპროგრამებში) გადატანის შესახებ“ შესაბამისად: |
ა)
გაიზარდა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის“ ხარჯები („სხვა ხარჯები“) 0,2 ათ. ლარით და განისაზღვრა 2325,1 ათ. ლარით;
|
ბ)
ამოღებულ იქნა „წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის“ ხარჯებიდან „სხვა ხარჯები“, თანხით 0,2 ათ. ლარი.
|
| მუხლი 3 |
1.
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
2.
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 10 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები