„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016347
224
22/09/2015
ვებგვერდი, 23/09/2015
360160000.22.023.016347
„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №224

2015 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 02/05/2014, 360160000.22.023.016242) დამტკიცებულ მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დანართი 1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა კონტროლის  დეპარტამენტი (ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების უფლების მქონე ქვედანაყოფი) მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასთან დაშვების ნებართვა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი