ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016182
38
10/09/2015
ვებგვერდი, 14/09/2015
010250050.35.121.016182
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №38

2015 წლის 10 სექტემბერი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის  პირველი  პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის,  საქართველოს  პარლამენტის 2015  წლის  22  ივლისის  №4087-რს  დადგენილების  ,,საქართველოს ორგანულ კანონში  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსში“  ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების  შესახებ“ მე-20  მუხლის მეოთხე პუნქტის  შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილებები ვანის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014  წლის  15  ივლისის 21 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ვანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 17.07.2014წელი, 010250050.35.121.016102). კერძოდ:

ა) 35-ე მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუნიციპალიტეტის გამგეობა თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია შექმნას ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეთა შეხვედრების, გამგეობის საქმიანობის და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის.“;

ბ)  დებულებას დაემატოს 351 მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 351. დასახლების საერთო კრება

1. დასახლების საერთო კრება არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2. დასახლების საერთო კრების უფლებამოსილება, მოწვევისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საერთო კრების ტიპური დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“;

გ) დებულებას დაემატოს 352 მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 352. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

1. მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანო არის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები.

2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებასა და შემადგენლობას ამტკიცებს გამგებელი. შემადგენლობა განისაზღვრება 11 წევრით.

3. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი