„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
მიღების თარიღი 10/09/2015
დოკუმენტის ტიპი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016007
5
10/09/2015
ვებგვერდი, 14/09/2015
010100000.62.074.016007
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის

ბრძანება №5

2015 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11/12/2014; სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016002) დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. კვლევების მენეჯერი

1. კვლევების მენეჯერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება იურიდიული, საერთაშორისო სამართლის საჯარო  ან  ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; სასურველია პროექტის მართვის და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

დ) პროფესიული უნარები: სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, გუნდური და შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ეფექტური  კომუნიკაციის და პრეზენტაციის, ქართულ და უცხო  ენებზე  აკადემიური წერის, ანალიტიკური აზროვნების უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ე) ძირითადი  კომპიუტერული  პროგრამების  ცოდნა   (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook).

2.  საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია; „პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, საერთაშორისო საჯარო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი.

3. შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პროფესიული უნარები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორითამარ ქალდანი