დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არ მყოფი წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270090000.35.176.016102 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/09/2015 - 16/12/2017)
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არ მყოფი წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41 მუხლის მესამე ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არმყოფი წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №35 დადგენილება ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ (matsne.gov.ge, 01/10/2014, 270090000.35.176.016035).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2015 წლის 21 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არ მყოფი წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
|
მუხლი 1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არმყოფი წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრებისათვის ასანაზღაურებელი თანხის ზედა ზღვარს, ასანაზღაურებელი თანხის გამოანგარიშების და ანაზღაურების განხორციელებისათვის საჭირო პროცედურებს.
მუხლი 2. საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არმყოფი წევრებისათვის საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და სამუშაო ჯგუფების სხდომებში მონაწილეობისათვის, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად გაწეული ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის ზედა ზღვარი განისაზღვროს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. მუხლი 3. ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ყოველი კონკრეტული საკრებულოს წევრისათვის განისაზღვროს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მიწოდებული ერთიანი ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე. მუხლი 4. 1. იმ საკრებულოს წევრებს, რომლებიც სრულად დაესწრებიან ყოველი თვის 21 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით გამართულ ყველა სხდომას (რომელსაც ვალდებულია დაესწრონ) და შეასრულებენ საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კანონიერ დავალებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასანაზღაურებელი თანხა განესაზღვრებათ ამ წესით დადგენილი ზედა ზღვრის შესაბამისად. 2. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია კონკრეტული საკრებულოს წევრისათვის განსაზღვროს ასანაზღაურებელი თანხა ზედა ზღვარზე ნაკლები ოდენობით, საკრებულოს წევრის მიერ ხარჯის ასანაზღაურებელ პერიოდში ჩატარებულ საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მონაწილეობის მიღების პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კანონიერი დავალების შეუსრულებლობისათვის. 3. საკრებულოს წევრს არ დაექვითება ასანაზღაურებელი თანხა, თუ იგი საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომას არ დაესწრება საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზის დამადასტურებელი ინფორმაცია საკრებულოს წევრმა უნდა წარუდგინოს საკრებულოს აპარატს ყოველი თვის 20 რიცხვამდე, ან წინასწარ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს, დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს ან საკრებულოს აპარატს იმ გარემოების არსებობის შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის საკრებულოს წევრის სხდომაზე დასწრებას. მუხლი 5. 1. საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) საკრებულოს წევრის საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და სამუშაო ჯგუფის სხდომებში მონაწილეობის შესახებ, წინა თვის 21 რიცხვიდან მიმდინარე თვის 20 რიცხვის ჩათვლით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეს - მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით); ბ) საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის საპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ. 2. საკრებულოს წევრის საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და სამუშაო ჯგუფის სხდომაში მონაწილეობის მიღებად ჩაითვლება ყოველ კონკრეტულ სხდომაზე განსახილველი საკითხების 50%-ზე მეტი საკითხის განხილვაზე დასწრება. მუხლი 6. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს თვითმმართველობის მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები